„მისი სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო“ - საქართველოს სომეხთა ეპარქია ილია II-ზე

18.03.26 12:33
„მისი სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო“ - საქართველოს სომეხთა ეპარქია ილია II-ზე

საქართველოს სომეხთა ეპარქია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს და  აღნიშნავს, რომ მისი ღვაწლი ეკლესიისა და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებულია. შესაბამისი განცხადება ეპარქიამ გაავრცელა.

„კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ცხოვრების მთელი გზა, მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მიმართ, წარუშლელი ასოებით ჩაიწერა სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო. საქართველოს სომეხთა ეპარქია, ეპარქიის წინამძღვრის — მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, აღავლენს ლოცვას ღმერთისადმი, რათა განსვენებულის სული ღირსი გახადოს მისი ზეციური ნათლისა“, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.