"ეს იყო აბსურდის თეატრში მონაწილეობა" - უჩა ნანუაშვილის გამოკითხვა დასრულდა

18.03.26 12:44
"ეს იყო აბსურდის თეატრში მონაწილეობა" - უჩა ნანუაშვილის გამოკითხვა დასრულდა

ეს იყო აბსურდის თეატრში მონაწილეობა, - ასე აფასებს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქალაქო სასამარლოში გამოკითხვის პროცესს. 

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს. 

ამასთან, ნანუაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ გამოძიება ეუთოს მექანიზმთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევას წარმოადგენს. 

ხელი მოვაწერე გაუთქმელობას და რა კითხვები დამისვეს ამას ვერ გავამხელ. ეს იყო აბსურდის თეატრში მონაწილეობა. უშუალოდ მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ეუთოს საოპერაციო დოკუმენტის დარღვევაა, სადაც მითითებულია რომ ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ყველა ის პირი ვინც თანამშრომლობს ეუთოს ექსპერტებთან. მე კოორდიანცია არ გამიწევია ექსპერტებისთბის, მე მივიღე კითხვა და დავეხმარე ექსპერტს ეს იყო ჩემი როგორც მოქალაქის ვალდებულება. თანამშრომლობის ვალდებულება აქვს სახელმწიფო პირებსაც, რომლებიც შეხვდნენ- მაშინ ისინიც უნდა დაიბარონ გამოკითხვაზე, - თქვა ნანუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გამოკითხა, პოლიტიკოსი და ისტორიკოსი, გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი, პოლიტიოლოგი გია ხუხაშვილი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

სუს-ის გამომძიებლებს კითხვები ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასა და პოლიტიკოსების მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებზე აქვთ.