საპატრიარქო: დღეს უწმინდესის საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადასვენება მოხდება - ფეხით მსვლელობა დაიწყება 16.00 სთ-ზე
დღეს უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადასვენება მოხდება - როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 სთ ზე დაიწყება.
დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
▪️ ფეხით მსვლელობა დაიწყება 16.00 სთ ზე", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.