Სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდისთვის ემზადებიან (ფოტო)

18.03.26 12:53
Სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდისთვის ემზადებიან (ფოტო)

Სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდისთვის ემზადებიან. 

დღეს უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადასვენება მოხდება.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 სთ-ზე დაიწყება.

საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.