პატრიარქს განსაკუთრებით უყვარდა სიონი და იქ დაკრძალვის ჰქონდა სურვილი - კახა მიქიაშვილი

18.03.26 13:07
პატრიარქს განსაკუთრებით უყვარდა სიონი და იქ დაკრძალვის ჰქონდა სურვილი - კახა მიქიაშვილი

 

 

პატრიარქს განსაკუთრებით უყვარდა სიონი და ჰქონდა სურვილი იქ დაკრძალვის - ამის შესახებ საპატრიარქოსთან სტიქაროსანმა და მსახიობმა, კახა მიქიაშვილმა განაცხადა. 

მიქიაშვილი სამძიმარს უცხადებს მთელს საქართველოს და ამბობს, რომ პატრიარქის გარდაცვალების გამო ატასობით ადამიანმა "საკუთარი მახვილი" დაკარგა. 

დღეს ათასობით ადამიანს აქვს განცდა იმისა, რომ დაკარგა საკუთარი მახვილი და ეს განცდა არის ძალიან გულწრფელი, იმიტომ, რომ პატრიარქი იყო ნამდვილი მამა ყველასი. ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს. მას ჰქონდა სურვილი სიონში დაკრძალვის. იყო მერე სხვა ვერსიები, ესეც ვიცი მისგან, თუმცა მას სიონი ძალიან უყვარდა, თავიდან იქ დაიწყო მან საპატრირქო მსახურება. იქ არიან პატრიარქები დასვენებულები. იქაურობა განსაკუთრებით უყვარდა, ბოლო წლებშიც დადიოდა. 

დღეს საპატრიარქოში პანაშვიდი არ გაიმართება. უბრალოდ შევლენ სინოდის წევრები. სინოდის სხდომის შემდეგ, პატრიარქის ცხედარს გადაასვენებენ სამების ტაძარში, სადაც გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები.  რაც შეეხება მსახურებებს, დიდ მარხვაში შუა კვირაში არ აღევლინება წირვები, თუმცა ჩატარდება პანაშვიდები", - ამბობს კახა მიქიაშვილი.  

  • საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

დღეს უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადასვენება მოხდება.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 სთ-ზე დაიწყება.