თეოლოგები განმარტავენ ახალი პატრიარქის არჩევის წესს

18.03.26 13:45
თეოლოგები განმარტავენ ახალი პატრიარქის არჩევის წესს

თეოლოგები განმარტავენ, როგორ აირჩევა ახალი კათოლიკოს-პატრიარქი. მათი თქმით, პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და საბოლოო გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის წევრები იღებენ, მაშინ როდესაც გაფართოებული კრების მონაწილეებს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება აქვთ.

არაუადრეს 40 დღისა და არა უგვიანეს ორი თვისა, უნდა გაიმართოს ეკლესიის გაფართოებული სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სინოდის წევრები და ეპარქიიდან წარმომადგენლები - ორ-ორი სასულიერო და ერთი საერო პირი, თუმცა მათი მონაწილეობა აინც ფორმალური ხასიათისაა, იმიტომ, რომ ამ პერსონას აქვთ მხოლოდ და მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება. გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით იღებენ სინოდის წევრები. ამავდროულად, არსებობს გაფართოებულ სხდომამდე წინარე პროეცდურა, როდესაც უნდა გაიმართოს სინოდის სხდომა და უნდა დასახელდეს პატრიარქობის სამი კანდიდატი. აუცილებელია იყოს სამი კანდიდატი, მაგრამ ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, გვქონია შემთხვევები, როდესაც მოსაყდრე არ გამხდარა კათალიკოს პატრიარქი. ახლა უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სინოდის წევრებს, იმიტომ, რომ ეს არის პასუხისმგებლობა საქრთველოს მომავლის, საქართველოს ეკლესიის წარსულის წინაშე და ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი. შესაბამისად, ისევე, როგორც მეუფე შიოს, ასევე სხვა ეპისკოპოსებს აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, - ამბობს გოჩა მირცხულავა.  

ამასთან, თეოლოგი ლევან აბაშიძე ყურადღებას ამახვილებს გარდამავალ პერიოდზე და მოსაყდრის როლზე, რომელიც ეკლესიას პატრიარქის არჩევამდე მართავს. 

მანამდე, დროებით ეკლესიას მართავს მოსაყდრე. მოსაყდრე უკვე ჩვენ გვყავს რამდენიმე წელია და სავარაუდოდ, ის იქნება ამ 40 დღის განმავლობაში, ის ჩანიშნავს კრებას, ხოლო ვის აირჩევენ, ამას გვაჩვენებს მომავალი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ღირსეული პატრიარქი გვეყოლება. თავისთავად ის ფაქტი, რომ პატრიარქმა ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც მას უკვე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, სწორედ შეარჩია მეუფე შიო და ის დანიშნა მის სიცოცხლეშვე თანამოსაყდრედ, გარკვეული აზრით, მის არჩევანზე საუბრობს და მის ნებაზე, რომ ის ყოფილიყო გამორჩეული მღვდელმთავარი და სავარაუდოდ, მის ამ ნებას გაითვალისწინებს სინოდი, - ამბობს ლევან აბაშიძე. 

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინ, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოში დღეს გოვა გამოცხადდა.  

შენიშვნა: ფოტო - ipn.ge

ამავე თემაზე: