საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

18.03.26 14:25
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს - მაღალი იერარქები ამ წუთებში მსჯელობენ, როდის და სად დაიკრძალება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. 

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. მსვლელობა 16:00 საათზეა დაანონსებული. 

საპატრიარქოსთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ადგილზე  მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

  • საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.