სამების საკათედრო ტაძართან პოლიციის მობილიზებაა

18.03.26 15:22
სამების საკათედრო ტაძართან პოლიციის მობილიზებაა

სამების საკათედრო ტაძართან პოლიციის მობილიზებაა - "პირველების" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს საპოლიციო ავტობუსები, რომლებიც ტაძრის ეზოს გარეთ არიან განლაგებულები. ასევე ჩანან სამართალდამცველები, რომლებიც უკვე სამების ეზოში იმყოფებიან. 

ცნობისთვის, დღეს უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადასვენება მოხდება. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 სთ-ზე დაიწყება.

პარალელურად შსს-ს თანამშრომლების განსაკუთრებული მობილიზებაა საპატრიარქოსთანაც, სადაც ამ წუთებში სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

  • საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.