ქართულ ეკლესიაში დიდი სიცარიელე რჩება - მიხეილ სააკაშვილი
ქართულ ეკლესიაში დიდი სიცარიელე რჩება - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებას.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პატრიაქრის მისი უმცროის ვაჟის, ნიკოლოზის ნათლიაა.
ჩემთვის ყველაფერთან ერთად ის იყო მეგობარი, პირველად ბავშვობისას ვნახე, სიონში, 1978 წელს - წერს სააკაშვილი.
ილია მეორე აღარ არის - ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა.
ის იყო მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი. ქართულ ეკლესიას მან აღუდგინა ავტოკეფალია, გააძლიერა და შეუნარჩუნა ერთიანობა.
ქართველებისთვის ის იყო სულიერი წინამძღოლი. მან ბევრ ადამიანს დაუბრუნა და გაუძლიერა რწმენა.
ჩემთვის ყველაფერთან ერთად ის იყო მეგობარი და ჩემი უმცროსი ვაჟის ნათლია, რომელიც პირველად ბავშვობისას ვნახე, სიონში, 1978 წელს.
სამწუხაროდ, ჩემი დატყვევების შემდეგ აღარ გვქონია ურთიერთობა, ალბათ ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეუშალა ხელი. მინდა ვუთხრა მათ, ვინც იმედგაცრუებული იყო ბოლო წლებში მისი სიჩუმით, გაითვალისწინეთ, რომ ის იყო ძალიან ცუდად და იმყოფებოდა სრული კონტროლის ქვეშ.
შეუცდომელი არავინ არის, თუმცა მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები წარმოუდგენლად უფრო მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველია.
მას ჰქონდა ხალხის დიდი სიყვარული, რამაც ამდენ ხანს გააძლებინა და რისიც ზოგიერთს ძალიან შურდა.
მის შემდეგ, ქართულ ეკლესიაში დიდი სიცარიელე რჩება", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, დღეს უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადასვენება მოხდება.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 სთ-ზე დაიწყება.
- საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.