ნიკოლ ფაშინიანი - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქართველ მოძმე ხალხს
"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქართველ მოძმე ხალხს" - სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ ცნობა მწუხარებით მივიღე. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის განმავლობაში, ილია II-ის ცხოვრება და მსახურება ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის ღირებულებებს გამოხატავდა.
სომეხი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს. ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ“, - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.