მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენო პატრიარქო - არქიმანდრიტი ილია თოლორაია
არქიმანდრიტი ილია თოლორაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება და მას მადლობას უხდის წლების განმავლობაში გაწეული სულიერი მსახურებისთვის.
მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენო პატრიარქო.
თქვენ იყავით ყველასთვის - ჩემი პატრიარქი.
ზეციდანაც არ მოაკლდება საქართველოს თქვენი მფარველობა და ზრუნვა. მადლობა, - წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.