წუხს მიწა და ხარობს ზეცა, დაგვლოცეთ, თქვენო უწმინდესობავ - მამა დოროთე ყურაშვილი

18.03.26 17:59
წუხს მიწა და ხარობს ზეცა, დაგვლოცეთ, თქვენო უწმინდესობავ - მამა დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით ეხმაურება, სადაც იგი პატრიარქის ეპისკოპოსად კურთხევის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე წარმოთქმულ სიტყვას აზიარებს.

წუხს მიწა და ხარობს ზეცა.

დაგვლოცეთ, თქვენო უწმინდესობავ.

ახალს ვერაფერს გეტყვით, განსვენებულსაც იმას გეტყვით, რასაც სიცოცხლეშივე გეუბნებოდით. მშვიდობით არა, ნახვამდის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.