საქართველო "მზიანი ღამის პატრიარქს" გლოვობს

18.03.26 20:12
საქართველო "მზიანი ღამის პატრიარქს" გლოვობს

ათასობით ადამიანმა "მზიანი ღამის პატრიარქი" სამების ტაძრამდე მიაცილა -  ზუსტად 17:30 საათზე პატრიარქის ცხედარი, პოლიციის კორდონის თანხლებით, საპატრიარქოდან გამოასვენეს და სამების სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. სამგლოვიარო პროცესიას მრევლი და უამრავი მორწმუნე მიჰყვებოდა.

წმინდა სინოდის განჩინებით,  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სრულიად მართლმადიდებელი სამყარო ბოლო გზაზე კვირას დაემშვიდობება. სწორედ, კვირას დაკრძალავენ სიონის საკათედრო ტაძარში, ისე როგორც პატრიარქს სიცოცხლეში სურდა.

წმინდა სინოდმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. ხმათა უმრავლესობით, სინოდმა მიტროპოლიტი შიო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. დღეიდან მომდევნო 40 დღის განმავლობაში პატრიარქის მოვალეობას მეუფე შიო შეასრულებს, ვიდრე წმიდა სინოდი ახალ კათოლიკოსს აირჩევს. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო პატრიარქის დამკრძალავ კომისიასაც უხელმძღვანელებს.

ინა ცარციძე დეტალებით