როგორ აირჩევენ ახალ პატრიარქს?

18.03.26 20:37
როგორ აირჩევენ ახალ პატრიარქს?

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ახალი ეტაპის წინაშეა - წმინდა სინოდმა ილია მეორეს თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ხელმძღვანელობის შემდეგ დღეს საპატრიარქო ტახტის მემკვიდრედ მეუფე შიო დაამტკიცა. მეუფე შიო ქართულ ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევამდე უხუცეს მღვდელმთავარ მიტროპოლიტ ანანიასა და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად მართავს.

პატრიარქს ანდერძის დაწერა აღარ დასჭირდა - მისი ნება ჯერ კიდევ  2017 წელს გაცხადდა, როდესაც საპატრიარქო ტახტის მემკვიდრედ მეუფე შიო დაასახელა. იმის მიუხედავად, რომ მეუფე შიო, რომელიც პატრიარქის ტახტის მოსაყდრეა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის პატრიარქი იქნება - მას საეკლესიო დადგენილების თანახმად მოუწევს პროცედურების გავლა.  

როგორ აირჩევა პატრიარქი - ამისთვის ორი სხდომა ჩატარდება ერთი საპატრიარქოში წმინდა სინოდის სახით და მეორე სვეტიცხოველში გაფართოებული კრების ფორმით. წმინდა სინოდის აპრილის ბოლოს ისევ შეიკრიბება - ამჯერად უკვე პატრიარქობის კანდიდატების დასასახელებლად. წმინდა სინოდის სხდომაზე 39-მა ეპისკოპოსებმა სამი კანდიდატი უნდა დაასახელონ - მათ უფლება აქვთ საკუთარი კანდიდატურის წამოყენების.

ცნობილია კრიტერიუმებიც - პატრიარქი ეროვნებით ქართველი, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ღვდელმსახური უნდა იყოს, მინიმალური ასაკი 40 წელია, თუმცა, 70 წელსაც არ უნდა აღემატებოდეს - ამ კრიტერიუმებს წმინდა სინოდის 39 წევრიდან 26 აკმაყოფილებს.

სამი კანდიდატურის დასახელების შემდეგ მაისის დასაწყისში გაფართოებული კრება შეიკრიბება - სადაც სხვადასხვა მონასტრიდან, ეპარქიებიდან, სასულიერო სემინარიებიდან, გელათის მეცნიერებათ აკადემიიდან და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან დელეგატები კანდიდატურებთან დაკავშირებით იმსჯელებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას,ვინ გახდება პატრიარქი, ისევ წმინდა სინოდი კენჭისყრით იღებს. ხმათა უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ქვეყნის მომდევნო პატრიარქი.

ზუსტად 40 დღეში პატრიარქობის მსურველების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება - მაისის დასაწყისში კი ქვეყანას ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება.

ნინო ღვედაშვილი დეტალებით