ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები 4 ოქტომბრის საქმეში - ვინ მისცა ცრუ ჩვენება ფიცის ქვეშ?

18.03.26 21:10
ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები 4 ოქტომბრის საქმეში - ვინ მისცა ცრუ ჩვენება ფიცის ქვეშ?

ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები 4 ოქტომბრის საქმეში - გამომძიებელი ამტკიცებს, რომ სასახლის ტერიტორიიდან ამოიღეს სხვადასხვა ბლაგვი ნივთები, რომლებიც დემონსტრანტებმა გამოიყენეს, არადა ამ სისხლის სამართლის საქმეზე  გასულ კვირას სასახლის დაცვის თანამშრომელმა გადაჭრით თქვა, რომ ხალხს ხელში მხოლოდ დროშები ქონდათ.

ვინ მისცა ცრუ ჩვენება ფიცის ქვეშ -  ეს ახლა მთავარი კითხვაა. 

სასახლის ღობე - მთავრი მტკიცებულება არ დალუქეს, თუმცა ბევრი დრო დახარჯეს ე.წ. დაზარალებული პოლიციელების გამოსაკითხად, კოლეგების ჩვენები მოისმინა გიორგი მაჭარაშვილმა, ეს ის პოლიციელია, რომელიც 8 სინდის პატიმრის საქმეზე მოწმედ იყო გამოცხადებული, ამის შემდეგ კი დააწინაურეს, ამიტომ ადვოკატებს აქვთ ეჭვი, რომ კარიერული წინსვლის საფუძველი სინდისის პატიმრების წინააღმდეგ მიცემული ჩვენება გახდა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 60-ზე მეტ პირს, ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, თუმცა ამ დრომდე ვერ წარმოადგინეს ვერცერთი  მტკიცებულება რაც დაადასტურებს იმას რომ ბრალდებულებმა დანაშაული "ჯგუფურად, წინასწარ" დაგეგმეს.

მარიამ მაკასარაშვილი დეტალებით