ჭირისუფალი ვარ, დიდი ტკივილი მაქვს, უსაშველო ტკივილი - ნაირა ნაჩხატაშვილი
ჭირისუფალი ვარ. დიდი ტკივილი მაქვს, უსაშველო ტკივილი - ამის შესახებ მგალობელმა, ნაირა ნაჩხატაშვილმა TV პირველის ეთერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.
პატრიარქის საგალობლების შემსრულებელი ილია მეორის ქადაგებებებს იხსენებს, სადაც უწმინდესი ხშირად ამბობდა, "მიყვარხარ საქართველო".
"საქართველოს ძალიან უყვარს ჩვენი უწმინდესი"- ამბობს ნაჩხატაშვილი.
მინდა, ვანუგეშო სრულიად საქართველო. მივუსამძიმრო ის დიდი ტკივილი, რა ტკივილიც გვაქვს ჩვენი უწმინდესის ამ ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით. ჩვენი უწმინდესი მე ვიცი, ყველას უყვარს. უწმინდესი, რომელიც ბოლო ქადაგებებში ხშირად იმეორებდა - "მიყვარხარ საქართველო". როგორც ვხედავ, მრევლს, საქართველოს ძალიან უყვარს უწმინდესი.
[...] მეც, გეტყვით, რომ ძალიან დიდი ჭირისუფალი ვარ. დიდი ტკივილი მაქვს, უსაშველო ტკივილი. გავიგეთ თუ არა ცუდად ყოფნის ამბავი, სისხლი გაგვეყინა და მით უმეტეს, გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მოგვაყენა". - თქვა მგალობელმა, ნაირა ნაჩხატაშვილმა TV პირველის ეთერში