რადიო თავისუფლების ოპერატორის წინააღმდეგ „ტროტუარზე დგომის“ საქმე შეწყვიტეს

19.03.26 11:25
რადიო თავისუფლების ოპერატორის წინააღმდეგ „ტროტუარზე დგომის“ საქმე შეწყვიტეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, თორნიკე კაპანაძემ რადიო თავისუფლების ოპერატორის, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქმე შეწყვიტა.

რადიო თავისუფლების პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალა, რომელიც ადასტურებდა რომ ოპერატორი 18 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ეს მტკიცებულება საქმეს დაერთო.

შსს-ს იურისტები ამტკიცებდნენ, რომ ხიდაშელს პარლამენტთან არსებულ ტროტუარზე მუშაობა მხოლოდ ფოტო ან ვიდეო გადაღების დროს შეეძლო.

ზუკა ხიდაშელს შსს-მ 4 სექტემბერს გამოუწერა 5000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი იმავე საბაბით, თუმცა ეს რადიო თავისუფლების თანამშრომელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართალწარმოება დაიწყო. ეს ჯარიმა მან, ინფორმაციის მიღებისთანავე, გაასაჩივრა.

ორივე შემთხვევაში - 2025 წლის 4 სექტემბერსაც და 18 დეკემბერსაც - ხიდაშელი, როგორც რადიო თავისუფლების ოპერატორი ასრულებდა სარედაქციო დავალებას და აშუქებდა საპოტესტო აქციას.