ილია მეორის ცხოვრება და ეპოქალური მსახურება არასდროს მიეცემა დავიწყებას - თემურ ჭყონია
"უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის ცხოვრება და ეპოქალური მსახურება არასდროს მიეცემა დავიწყებას" - ამის შესახებ თემურ ჭყონიას სამძიმრის წერილშია საუბარი.
ბიზნესმენი წერს, რომ პატრიარქი დარჩება, როგორც სულიერი წინამძღოლი, რომლის სიტყვა და საქმე კვლავაც გააგრძელებს გზის ჩვენებას მომავალი თაობებისთვის:
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლი საქართველოს ეკლესიის, მართლმადიდებლობის, მთლიანად საქრისტიანოსა და ჩვენი ქვეყნის წინაშე განუზომელია.
უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის ცხოვრება და ეპოქალური მსახურება არასდროს მიეცემა დავიწყებას. ის დარჩება, როგორც სულიერი წინამძღოლი, რომლის სიტყვა და საქმე კვლავაც გააგრძელებს გზის ჩვენებას მომავალი თაობებისთვის.
მისი გარდაცვალება მძიმე და შეუვსებელი დანაკლისია ჩვენი ოჯახისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის, საქართველოსა და მთლიანად საქრისტიანოსთვის.
მშვიდად განისვენოს მისმა სულმა" - ვკითხულობთ თემურ ჭყონიას სამძიმრის წერილში, რომელსაც Coca-Cola Bottlers Georgia ავრცელებს.