ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესი იწყება - სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს და ექსპერტეს დაკითხავენ

19.03.26 11:41
ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესი იწყება - სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს და ექსპერტეს დაკითხავენ

ჯარის ძარცვის საქმეზე ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პროცესი იწყება. ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ პროკურატურას რამდენიმე მოწმე ჰყავს, რომელთა შორის არიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ექსპერტები.

ეს ის ექსპერტები არიან, რომლებმაც ბრალდებულების ტელეფონები გახსნეს.

რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის, ჯერჯერობით, უცნობია. ბურჭულაძის ადვოკატის თქმით,  კომუნიკაცია მინისტრს მის მოადგილესთან, ან ოჯახის წევრთან ჰქონდა და არანაირად არ არის შემხებლობაში იმ შესყიდვებთან და ტენდერებთან, რომელიც საქმეში მის წინააღმდეგ დევს.

ადვოკატის მტკიცებით, აქამდე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ჯარის ძარცვის საქმეში ბურჭულაძეს რამე ბრალი მიუძღვის.

გრძელდება მოწმეთა დაკითხვა, რომელთა დასკვნისა და ჩვენებების შედეგად, კიდევ ერთხელ დადასტურდება ჯუანშერ ბურჭულაძის უდანაშაულობა. თანხებთან, ტენდერთან და ა.შ. დადასტურებული არ არის, და ვერც დადასდტურდება, რადგან ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს. მოადგილესტანდ ა ოჯახთან რომ კომუნიკაცია ექნებოდა ეს გასაკირი არაა, სხვა არანაირი ინფორმაცია ამოღებული არ არის. საპროცესოსთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იგივეა, - ამბობს დიმიტრი ხაჩიძე.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.