გურამ როგავამ ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა: იმ ღამეს თავს დამეხსნენ იმიტომ, რომ ხელში მიკროფონი მეჭირა
ჟურნალისტმა გურამ როგავამ, რომელიც პროევროპული აქციების დროს, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა ევროპარლამენტს მიმართა.
ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოში ჟურნალისტებისთვის არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და საპროტესტო აქციებზე მასზე თავდასხმის ეპიზოდიც გაიხსენა.
მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ მას დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული, არანაირი გამოძიება ამ დრომდე არ ჩატარებულა და არც დამნაშავეები გამოვლენილან.
ჟურნალისტის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ, ის "სასიკვდილო მუქარებს" იღებდა.
დღეს საქრთველოში ჟურნალისტური საქმიანობა უკიდურესად სახიფათო გახდა. ჩემი საქმე უკვე გახდა მაგალითი საქართველოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობსა. საპროტესტო აქციის დროს მე თავს დამესხა პოლიციელი , როდესაც პროტესტს პირდაპირ რეჟიმში ვაშუქებდი, პოლიციელი თავს დამესხა უკინდან. ამის შემდეგ, მე სასიკვდილო მუქარებს ვიღებდი. იმ ღამეს მე თავს დამეხსნენ არა იმიტომ, რომ კანონი დავარღვიე, არამედ იმიტომ, რომ ხელში მიკროფონი მეჭირა. ჩემს ოპერატორთან ერთად ვაშუქებდი, როგორ სცემდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, რომლემსაც მაიდენტიფიცირებელი სანომრე ნიშნები არ ჰქონდათ. ისინი კრიმინალებივით იქცეოდნენ.
მე დამარტყეს კეფაში და მიწაზე დამაგდეს. მქონდა ჩამტვრეული კისრისა და სახის ძვლები. რამდენიმე დღის გამავლობაში მე კლინიკაში ვიმყოფებოდი და მქონდა სერიოზული დაზიანებები. ექიმებმა როგორც მითხრეს, გაგიმართლა რომ პარალიზება არ დამემართა. კამერებმა ყველაფერი დააფიქსირეს, მაგრამ “ქართული ოცნება“ მომხდარზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს, ამბობენ, რომ ეს იყო მცირე ინციდენტი.
თავდასხმის შემდეგ, არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ოფიციალურად მე მაქვს დაზარალებულის სტატუსი, მაგრამ რეალურად ეს არაფერს ნიშნავს. ეს არის ფორმალური სტატუსი, - ამბობს როგავა.
მისივე განცხადებით, პროევროპული აქციებისას ნაცემი და უფლებადარღვეული 70-მდე ჟურნალისტის საქმეები დღემდე არ გამოძიებულა.