ირაკლი რუხაძე სამებაში, ილია მეორის პანაშვიდზე გამოჩნდა

19.03.26 15:33
ირაკლი რუხაძე სამებაში, ილია მეორის პანაშვიდზე გამოჩნდა

ირაკლი რუხაძე სამებაში, ილია მეორის პანაშვიდზე გამოჩნდა - ბიზნესმენმა უწმინდესის და უნეტარესის ღვაწლზე  მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენმა პატრიარმა წარმოუდგენელი ქნეხი გამოიარა ჩვენი სარწმუნოების გადასარჩენად. 

ჩვენ ასეთი გმირი არ გვყოლია. ჯერ საბჭოთა კავშირის დროს წარმოუდგენელი წნეხი გამოიარა, როცა ჩვენ არ შეგვეძლო ეკლესიაში მივსულიყავით. ამ ადამიანმა აღადგინა ჩვენს გაგებაში რწმენა. რწმენა იყო აუცილებელი, რომ ჩვენ გადავრჩენილიყავით და როცა უკვე საბჭოთა კავშირი დაიშალა, მერეც როცა ჩვენ ძალიან გვიჭირდა და  ეხლაც გვიჭირს, ბრძნულ და მორალურ ადგილას იდგა ეს კაცი. ძაან დააკლდება ამ ქვეყანას ეს კაცი", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ. 

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.