„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 15 პირს ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

19.03.26 16:15
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 15 პირს ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული კიდევ 15 პირი წინასწარპატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.

განსასჯელის სკამზე ისხდნენ: გია ლაზიშვილი, ირაკლი ბაგრატიონი, რომან სურმანიძე, გოჩა სანიკიძე, ენრიკო დავითაძე, თემო როგავა, ირაკი ქათიბაძე, ირაკლი ცინცქილაძე, ლევან გორგილაძე, რამაზ ჭანიძე, მირზა მხარაძე, ხვიჩა გოგიტიძე, ენრიკე შაინიძე, მინდია ქარცივაძე, რეზო მიქელაძე.

დაცვის მხარე პროცესზე ყველა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობას ითხოვდა, პროკურატურა კი პატიმრობას.

ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე აღნიშნეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი არ აქვთ.

  • ცნობისთვის, სპეცოპერაციის შედეგად, აჭარაში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში ბრალდებული 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია.

დაკავებულთაგან 17 პირის სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა. მათ შორის 16 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აქედან ერთს, თენგიზ თავდგირიძეს, დაუსწრებლად. კიდევ ერთ ბრალდებულს, მელანია ზოიძეს კი აღკვეთის ღონისძიების სახით 7000 - ლარიანი გირაო შეეფარდა.