ბათუმში სპეცოპერაციის დროს დაშავებული ქალის საქმეზე გამოძიება დაიწყო

19.03.26 16:30
ბათუმში სპეცოპერაციის დროს დაშავებული ქალის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში სპეცოპერაციის დროს დაშავებული პენსიონერი ქალის, თამარ მიქელაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პროკურორმა ლაშა ლოლუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია. თამარ მიქელაძეს გასროლის შედეგად არ აქვს მიყენებული, მას აღენიშნება ზედაპირული ნაკაწრები, არ არის მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად”,- აცხადებს პროკურორი.

ცნობისთვის, ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად 68 წლის ქალი დაშავდა, იგი ერთ-ერთი ბრალდებულის ხვიჩა დუმბაძის დედაა, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით არის დაკავებული. დაშავებული ქალი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ მას სამართალდამცავებმა ფეხის არეში ესროლეს. 

შსს-ს მინისტრი სპეცოპერაციის დროს ქალის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს - როგორც გელა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ქალი ფანჯრის ნამსხვრევებით დაშავდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერილია. 

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაცია ჩაატარა - გელაძის უწყების ცნობით, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, რომელთაგან სამი ქალია.