"ქურდული გარჩევების" საქმე - "დუკა", "კალავერა", "ბაგირა", ძმები წულუკიძეები და კიდევ 23 პირი სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა

19.03.26 17:01
"ქურდული გარჩევების" საქმე - "დუკა", "კალავერა", "ბაგირა", ძმები წულუკიძეები და კიდევ 23 პირი სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა

"ქურდული გარჩევების" საქმე - "დუკა", "კალავერა", "ბაგირა", ძმები წულუკიძეები და კიდევ 23 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა . გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. 

ძმები წულუკიძეები დღეს მოსამართლეს მათი პატიმრობის სანაცვლოდ სხვების გაშვებას სთავაზობდნენ. 

საქმეში დევს  ფარული ჩანაწერები, რომლითაც დგიდება, რომ ქურდული სიტყვით ქვეყანაში მილიონიანი დავები წყდება. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

28 პირს შორის საბრალდებო სკამზე დღეს ერთი ქალი იჯდა, რომელსაც გამოძიება "ქურდულ სამყაროსა" და მოქალაქეებს შორის შუამავლობას (ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვას) ედავება.

საქმის მასალებით აშკარად დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ქალბატონი თავად იყო დაზარალებული. ის მოითხოვდა მისი თაღლითურად დაუფლებული ფულის დაბრუნებას. ქალბატონის განმარტებით, მან ბათუმის პოლიციასაც მიმართა ამასთან დაკავშირებით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია, რის შემდგომადაც გადაწყვიტა, რომ  თავის მეგობართან ერთად დაკავშირებოდა ამ კონკრეტულ პირს, ვისაც მისი ვალი ჰქონდა და სთხოვა, რომ დაებრუნებინა ფულადი თანხა. ეს ყველაფერი ბრალდებისიმხარემ გადაწყვიტა, რომ არის ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, რაც ბუნებრივია არ დასტურდება  საქმის მასალებით. ბრალდების მხარე ამ ადამიანს ქურდული სამყაროს წევრობას ედავება, "კანონიერ ქურდობას" არ ედავება, თუმცა არც ეს ადამიანი არ ადასტურებს, რომ ის რაიმე კავშირშია "ქურდულ სამყაროსთან" და არც საქმის მასალებით არ დასტურდება ეს ყველაფერი. ამ ქალბატონმა უბრალოდ მეგობარს სთხოვა დახმარება, რომ თუ იქნებოდა შესაძლებელი, ვალის ამოღებაში დახმარებოდა", - ამბობს ადვოკატი.

  • ბათუმში სპეცოპერაციის დროს აყვანილ პირებს „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ ბრალდება. სულ დაკავებულია 72 პირი. 

შსს-ს მტკიცებით, დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.