მისცემენ თუ არა სააკაშვილის პატრიარქთან გამომშვიდობების უფლებას - პენიტენციურის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაკრძალვაზე მიყვანის თაობაზე, კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად ციხიდან ეტაპირება ითხოვა.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.