ცეკვის მასწავლებელი, რომელსაც 13 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროებას ედავებიან, სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა

19.03.26 19:15
ცეკვის მასწავლებელი, რომელსაც 13 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროებას ედავებიან, სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა

ცეკვის მასწავლებელს, რომელსაც გამოძიება 13 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროებას ედავებიან, სენაკის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ გამოაცხადა. 

"პირველების" ინფორმაციით, საქმეში მასწავლებლის წინააღმდეგ არასრულწლოვანი მოსწავლეების ჩვენებები დევს. მასწავლებელი 17 მარტს მას შემდეგ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთი არასრულწლოვნის ბიძამ მომხდარი ფაქტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 შინაგან საქმეთა სამინისტრო ცეკვის მასწავლებელს სსკ-ის 141 მუხლს ედავება, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.