"პატრიარქმა რაც დაგვიბარა თუ იმას შევისმენთ, საქართველო ნამდვილად გაბრწყინდება" - ნაირა ნაჩხატაშვილი
მგალობელმა, ნაირა ჩხარტიშვილმა, რომელიც პატრიარქთან ერთად 47 წელი გალობდა, ამბობს, რომ რომ თუ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დანაბარებს შევისმენთ "საქართველო ნამდვილად გაბრწყინდება".
პატრიარქის საგალობლების შემსრულებელი, ნაირა ჩხარტიშვილი ყველას მადლობას უხდის - "ხედავ მთელი ქვეყანა დასტირის, მე ვხედავ ყველას როგორ გიყვართ".
იმდენად მტკივნეულია იმდენად, ვხედავ მთელი ქვეყანა დასტირის, მე ვხედავ ყველას როგორ გიყვართ, ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემო სიხარულებო. ჩვენი მამა აღარ არის, მაგრამ ის ღმერთთან არის, ღმერთთან წავა, ეჭვი, მე დარწმუნებული ვარ, არავის არ ეპარება.
რაც დაგვიბარა თუ იმას შევისმენთ, საქართველო ნამდვილად გაბრწყინდება. თვითონ რას ამბობს - მიყვარხარ საქართველო, მიყვარხარ საქართველო, სამჯერ თქვა, მიყვარხარ საქართველო.
ძალიან ძნელია, ვიცი, რომ ძალიან გამიჭირდება, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ მე არ ვუგალობო ეს საგალობელი - დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო," - ამბობს ნაირა ჩხარტიშვილი.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.