საქართველო პატრიარქს კვირას გამოემშვიდობება - ვინ დაესწრება პროცესიას

19.03.26 20:20
საქართველო პატრიარქს კვირას გამოემშვიდობება - ვინ დაესწრება პროცესიას

მეუფე ნიკოლოზი "პირველებთან" პირველად იხსენებს იმ მძიმე მომენტს, როდესაც პატრიარქის მდგომარეობა ორშაბათს  16 მარტს დამძიმდა. უწმინდესიც დილით თავს კარგად გრძნობდა, თუმცა ყველაფერი თავდაყირა დღის მეორე ნახევარში დადგა. 

სახელმწიფო დაცვის სპეაცილური სამსახურის უფროსი გვიყვება, რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქოში მუდმივად მორიგებობდა, სასაწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა, ორშაბათსაც იქ იდგა ერთი რეანიმობლიც პირველი დახმარება პატრიაქს სწორედ მათ აღმოუჩინეს.

პირველადი დახმარების შემდეგ, სატურაციის ვარდნა დაფიქსირდა, ამიტომ პატრიარქი გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ჩაფიძის კარდიოლოგიური კლინიკაში გადაყვანეს. ანალიზი ჰემოგლობინის დაბალ ზღვარს აჩვენებდა და ამ სურათს არაფერი ცვლიდა, ამის შემდეგ გაირკვა, რომ ძლიერი სისხლდენა იყო. 

მართალი გითხრათ შეკითხვაა, რატომ გაიხსნა ეს წყლული... ვკითხოთ რეანიმატოლოგებს (რატომ გაიხსნა)  - ამბობს "პირველებთან" მეუფე ნიკოლოზი. 

საქართველო პატრიარქს კვირას გამოემშვიდობება. უკანასკნელ გზაზე ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქი გააცილებს. საქათველო ბართლომეოს პირველის დასახვედრად ემზადება, კვირას პატრიარქის დაკრძალვის დღისთვის, საგანგებო მზადება მიდის. თბილისში ამ დღეს უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი იმუშავებს.

საქართველოს პატრიაქის დაკრძალვაზე დასწრება დღეს მოითხოვა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადება უკვე შესულია იუსტიციის სამინისტროში.. თუმცა სალიას უწყებაში ამბობენ, რომ ეს მოთხოვნა კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს არ შეესაბამება. დღეს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსმა თქვა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეძლებს, თუმცა სააკაშვილის დაკრძალვაზე ციხიდან მიყვანას მაინც რისკად მიიჩნევს. 

დეტალები ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.