ხალხის პატრიარქი - უცნობი ამბები ილია მეორეს შესახებ

19.03.26 20:29
ხალხის პატრიარქი - უცნობი ამბები ილია მეორეს შესახებ

ხალხის პატრიარქი - ამ დრომდე უცნობ ამბებს ილია მეორეს შესახებ ის მოქალაქეები  ყვებიან, რომლებსაც ერთხელ მაინც ქონდათ შესაძლებლობა პატრიარქს შეხვედროდნენ. ეს შეხვედრა კი მათ ცხოვრებაში  აუვიწყარია.  თავმდაბალი და სიყვარულით სავსე -  ასე ახასიათებენ მოქალაქეები ილია მეორეს, რომელმაც საქართველოში უამრავი  ადამიანის  ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

 პატრიარქის სიყვარულს სიყვარულითვე პასუხობენ. ამის დასტურია  ის, რაც  ბოლო ორი დღეა ქვეყანაში ხდება. ზღვა ხალხი სამების   ტაძრის გრძელ რიგში  საათების  განმავლობაში დგანან, რომ ილია მეორე უკანასკნელ  გზაზე გააცილონ და მის ხსოვნას  პატივი მიაგონ. ყველას თავისი ისტორია აქვს, რადგან ყველას ამ ქვეყანაში თავისი წილი პატრიარქი ჰყავდა.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.