ძმები წულიკიძეები, "დუკა", "კალავერა", "ბაგირა" და სხვები - "ქურდული გარჩევების" საქმის სასამართლო პროცესების დეტალები
ძმები წულიკიძეები, "დუკა", "კალავერა", "ბაგირა" და კიდევ 23 პირი თბილისის საქლაქო სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა. თბილისის პარალელურად ქურდულს სამყაროსთან კავშირში ბრალდებული 32 პირის პროცესი ბათუმში მიმდინარეობდა. იქაც ყველას პატიმრობის გადაწყვეტილება გამოუტანეს. გამონაკლისი მხოლოდ ერთი ქალი იყო, რომელიც 7 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.
ძმები წულიკიძეები მათი პატიმრობის სანაცვლოდ სხვა ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, თუმცა გამოძიების ხელშია ფარული ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დაკავებულები "კანონიერ ქურდებთან" მილიონიან დავებს აგვარებედნენ. ერთ ღამეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 72 პირი დააკავეს, 5 პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს. დაკავებულებს შორის სამი ქალია.
ერთერთ დაკავებულს,40 წლის ქალს ბრალდება სწორედ ქურდული სამყაროსთვის მიმართვას ედავება, თუმცა ქალის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ე.წ. თაღლითური სქემის მსხვერპლია. მისი თქმით, ქალს მართლაც ჰქონდა ფინანსური დავა ერთ-ერთ მოქალაქესთან და ამის შესახებ შსს-სთვის არაერთხელ მიუმართავს. თუმცა, იმის გამო, რომ საგამოძიებო უწყებამ სავარაუდო თაღლითობის ფიგურანტი ვერ დააკავა, ქალი იძულებული გახდა, დავის მოსაგვარებლად ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ მიემართა.
დაკავებულთა წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებას საქმეში აუდიოჩანაწერების დიდი მოცულობა აქვს. მასალებით ირკვევა, რომ ფინანსური დავები და ე.წ. ქურდული გარჩევები საქართველოში თურქეთიდან იმართება. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც დიდი თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების პრობლემებს აგვარებდა, ე.წ. კანონიერი ქურდი „ბაბუ“ — იგივე ასლან ქობულაძეა. მას და კიდევ რამდენიმე პირს ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი.
დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.