პატრიარქის ნათლულები თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან

19.03.26 20:21
პატრიარქის ნათლულები თბილისის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ნათლულები სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით მიემართებიან. 

მსვლელობას უერთდებიან ილია მეორეს ნათლულები, მშობლები და ოჯახის წევრები, მათ წინ სასულიერო პირები მიუძღვებიან.

ნათლულები ნათლიას დაემშვიდობებიან და მის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

სამაგალითო ადამიანი იყო და სამაგალითო მამა, რომელსაც მთელი ქვეყანა გლოვობს, არა მარტო ქართველები, სხვა სარწმუნოების ადამიანები და სხვა ქვეყნის ადამიანებიც. მე პირადად ნათლული ვარ, ძალიან მიყვარდა, რამდენჯერმე შევხვდი კიდეც და ბევრჯერ ვყოფილვარ მასთან," - ამბობს მსვლელობის მონაწილე. 

პატრიარქს საქართველოში თითქმის 50 ათასი ნათლული ყავს. საყოველთაო ნათლობის იდეა სწორედ ილია მეორეს ეკუთვნის. ამ ინიციატივით წლების წინ პატრიარქმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნა. ილია მეორე ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავდა.