პატრიარქის ნათლულები მსვლელობით სამებაში მივიდნენ

19.03.26 20:39
პატრიარქის ნათლულები მსვლელობით სამებაში მივიდნენ

პატრიარქის ნათლულები მსვლელობით სამებაში მივიდნენ - ნათლულები ცოტა ხანში საკათედრო ტაძარში შევლენ, ნათლიას დაემშვიდობებიან და მის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

მსვლელობის მონაწილეები სამების ეზოში გალობით შევიდნენ. 

პატრიარქს საქართველოში თითქმის 50 ათასი ნათლული ყავს. საყოველთაო ნათლობის იდეა სწორედ ილია მეორეს ეკუთვნის. ამ ინიციატივით წლების წინ პატრიარქმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნა. ილია მეორე ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავდა.

[ფოტო - Ipn.ge]