ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უფასო ტრანსპორტი ზუგდიდიდანაც ინიშნება

19.03.26 21:08
ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უფასო ტრანსპორტი ზუგდიდიდანაც ინიშნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 20, 21 და 22 მარტს  ზუგდიდიდან  თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 

გასვლა დილის  07:00 საათზე,  ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე  საკათედრო  ტაძრიდან. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზაც". - წერია ზუგდიდის მერიის განცხადებაშ.