"როცა მღვდლად მაკურთხეს პატრიარქმა თავისი ანაფორა მაჩუქა" - არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია
არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია საქართველოს კატალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს იხსენებს და "პირველებთან" ყვება, რომ როდესაც მღვდლად აკურთხეს პატრიარქმა თავისი ანაფორა აჩუქა, რომელსაც 20 წლის შემდეგაც უფრთხილდება და უვლის.
შიო კვარაცხელიას თქმით, ილია მეორეს მიმართ მადლიერების მეტი არაფერი ეთქმის.
როცა მღვდლად მაკურთხეს მაშინ მითხრა ანაფორა გაქვსო? და დავიბენი, პატრიარქთან ესეთი ახლო ურთიერთობა პირველი იყო ჩემთვის და მე ვუთხარი, კი-მეთქი, მაქვს-თქო და სინამდვილეში არ მქონდა, ეს ჩემი ანაფორა არისო და ეს გამოგადგებაო მითხრა და თავისი ანაფორა მაჩუქა. 20 წელია მაგის მერე გასული და დღესაც ისევ ვუვლი და ვუფრთხილდები, იშვიათად ვიმოსები მაგ ანაფორით და მადლიერების მეტი არაფერი არ მეთქმის მის მიმართ," - ამბობს არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელია.