"პატრიარქზე მე მადლობის მეტს ვერაფერს ვერ ვეტყვი" - არქიმანდრიტი ილია თოლორაია
"პატრიარქზე მე მადლობის მეტს ვერაფერს ვერ ვეტყვი" - ამის შესახებ არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ განაცხადა.
არქიმანდრიტი იხსენებს, რომ აღკვეცის შემდეგ არქიმანდრიტმა დოროთემ უთხრა, როცა ცხოვრებაში განსაცდელი ექნებოდა, ისე ელოცა - "ლოცვით უწმინდესისა და უნეტარესისა, ჩვენი პატრიარქის შეწევნით შემეწიე ღმერთოო" და დღემდე ასე ლოცულობს.
რომ მკითხა სახელი, ვუთხარი ესე ცოდვილი ბერი ილია, ჩამიხუტა და სიხარულით და მეც ჩემთვის დიდი ნუგეშია, რომ პატრიარქის სახელი მქვია და მაშინ, აღკვეცის მეორე დღეს, მამა დოროთემაც მითხრა, რომ როცა ცხოვრებაში განსაცდელი გექნებაო ისე ილოცეო, რომ ლოცვით უწმინდესისა და უნეტარესისა, ჩვენი პატრიარქის შეწევნით შემეწიე ღმერთოო და დღემდე, ნამდვილად ასე ვლოცულობ.
რომ ვიხსენებ პატრიარქს და რა შეიძლება მას რომ უთხრას ადამიანმა, მე მადლობის მეტს ვერაფერს ვერ ვეტყვი," - ამბობს არქიმანდრიტი ილია თოლორაია.