მერია: თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

19.03.26 21:54
მერია: თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მეტრო დღეიდან 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს 00:00-ის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება. ხვალიდან კი, ასევე 22 მარტის ჩათვლით, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათებიც.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება. 

თბილისის მეტრო დღეიდან 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს 00:00-ის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება. ხვალიდან კი, ასევე 22 მარტის ჩათვლით, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები, რა დროსაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალაქში 02:00 საათამდე გადაადგილდნენ.  

შაბათ-კვირას, 21-22 მარტს, დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ," - წერია განცხადებაში.