ბადრი ჯაფარიძე პატრიარქზე საუბრობს
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე ისაუბრა.
მისი თქმით, ილია მეორეს ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარდა და სწორედ ამიტომ იყო ერის სულიერი მამა.
უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა [პატრიარქის როლს]. მისი სულისკვეთება იყო მიმართული ყოველთვის ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების, როცა უკვე ეს ძალიან თვალსაჩინო გახდა, რომ ეს გარდაუვალი იყო, მისი მოღვაწეობა იყო სწორედ იმისკენ მიმართული, რომ ეს განთავისუფლება იმპერიისგან ჩვენი ქვეყნის ყოფილიყო არა მხოლოდ რაღაც ფაქტი თავისთავად, არამედ ამას მოჰყოლოდა სულიერად გაძლიერება ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის იმდაგვარად ძლიერ ფუნდამეტზე აშენება, ჩვენი სახელმწიფოსი, რომლის შერყევას უკვე ვერავინ ვერ შეძლებდა. რა ტქმა უნდა, ეკლესია იყო არის და იქნება ჩვენ სახელმწიფოებრივ ფუნდამეტში ერთ-ერთი ძირითადი სვეტი და მთელი ისტორია ჩვენი ეკლესიის ასეთი იყო და უწმინდესი აგრძელებდა ამ მოღვაწეობას, რომ მისი იყო სწორედ იმისათვის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფო გაძლიერებულიყო, იქნებოდა ეს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, თუ მოპოვების შემდეგ.
რა თქმა უნდა, ეს განსაცდელები, მე ვფიქრობ, რომ მისი დახმარებით შევძელით, რომ გადავრჩენილიყავით იმ უამრავ განსაცდელს, რომელიც გავიარეთ როგორც ქვეყანამ, როგორც ერმა და ის ახერხებდა ყველაზე კრიტიკულ მომენტში ყოფილიყო, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე იმისათვის, რომ გავეძლიერებინეთ მისი ლოცვით და მისი მხარდაჭერით. მე ვფიქრობ, ამ მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ალბათ ვერ შევძლებდით, რომ გადავრჩენილიყავით. მგონია, რომ ა თვალსაზრისითაც მას უზარმაზარი როლი აქვს ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებაში და ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.
უამრავი მაგალითი გვაქვს სახეზე, რომ ის ყოველთვის ძალიან მკაფიოდ გამოყოფდა ეკლესიას და სახელმწიფოს, აქ არასდროს არ ყოფილა აღრევა... ვერავინ ვერ მიაღწია იმას, რომ უწმინდესი ყოფილიყო მისი პატრიარქი, ყოველთვის უწმინდესი იყო ყველა ქართველის პატრიარქი, ყველა ქართველის სულიერი მამა და ხელისუფლების წევრი იყავი, ოპოზიციაში იყავი, ნებისმიერი თანამოქალაქისთვის ის იყო ისეთივე ყურადღებიანი, ისეთივე სიყვარულით აღსავსე, არასდროს არავის მიმართ ჰქონდა განსხვავებული დამოკიდებულება, ყველა ერთნაირად უყვარდა, იმიტომ იყო სულიერი მამა ჩვენი ერის," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.