"ილია მეორე დადნა როგორც კელაპტარი ამ თავის პრობლემებში" - პატრიარქის პირველი თაობის სტიქაროსანი

20.03.26 00:09
"ილია მეორე დადნა როგორც კელაპტარი ამ თავის პრობლემებში" - პატრიარქის პირველი თაობის სტიქაროსანი

"ილია მეორე დადნა როგორც კელაპტარი ამ თავის პრობლემებში" - ამის შესახებ პატრიარქის პირველი თაობის სტიქაროსანმა, მამუკა გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძნელბედობის ჟამს, როდესაც ქვეყანაში ურთულესი პრობლემებია, "უფალი აუცილებლად მოუვლენს მის საყვარელ ერთ პიროვნებას, ლიდერს, რომელიც ამ ერს გამოიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან". 

თუ სიღრმისეულად შევხედავთ ამ საკითხს, ბიბლიური სინამდვილიდან თუ გამოვალთ, ძნელბედობის ჟამს, როდესაც ქვეყანაში ურთულესი პრობლემებია, როდესაც თვითმყოფადობის დაკარგვას საფრთხე ემუქრება, როცა ჭეშმარიტების ძიება არ ხდება, როცა ადამიანებს შორის კავშირი წყდება, უფალი აუცილებლად მოუვლენს მის საყვარელ ერთ პიროვნებას, ლიდერს, რომელიც ამ ერს გამოიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან. თუ შევხედავთ ბიბლიურად მოსე, რომელმაც ებრაელები გამოიყვანა, ხან ეწინააღმდეგებოდნენ, ხან ეურჩებოდნენ, ხან ლანძღავდნენ, ხან მის საწინააღმდეგო კერპებს ასხამდნენ, მაგრამ მან მოიყვანა ისრაელი თავისუფლების წერტილში. ვინც ჭეშმარიტებას ეძებდა და თავისუფლებისკენ მიდიოდა, ყველა დაუდგა მას. ეს გზა გაიარა ქართველმა ერმაც, თუნდაც მე-19 საუკუნეში, დიმიტრი ყიფიანმა და ილია ჭავჭავაძემ იგივე გზა არ გაიარა? უბრალოდ განსხვავება იმაშია, რომ ილიას (ჭავჭავაძეს) ტყვია ესროლეს და ილია მეორე დადნა როგორც კელაპტარი ამ თავის პრობლემებში, მაგრამ საყვედური რომელიმეს უთქვამს თავისი ერის მიმართ? - ყველაზე ძნელ სიტუაციაში, როდესაც გააბრაზეს მოსე, მიდიოდა უფალო აპატიე ჩემ ხალს, ასევე იქცეოდა ილია ჭავჭავაძე, ასევე იქცეოდა მისი უწმინდესობა," - თქვა მამუკა გიორგაძემ.