გიორგი უშიკიშვილი: პატრიარქისგან მხოლოდ სითბო და სიყვარული მახსოვს

20.03.26 00:04
გიორგი უშიკიშვილი: პატრიარქისგან მხოლოდ სითბო და სიყვარული მახსოვს

მომღერალი, ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს იხსენებს და ამბობს, რომ მისგან მხოლოდ სითბო და სიყვარული ახსოვს. 

მომღერალი ყვება, როგორ დაიბარა პატრიარქმა თავისთან და უთხრა, რომ ისე კარგად მღეროდა, არ სეიძლება არ ეგალობა - "ასე კარგად მღერიო და როგორ შეიძლება არ იგალობოო მითხრა". 

პირველად დამირეკეს და მითხრეს, პატრიარქს შენი ნახვა უნდაო და ასე კარგად მღერიო და როგორ შეიძლება არ იგალობოო მითხრა და მაშინ იყო სიონის ტაძარში, სადაც ის წირვა-ლოცვას აღავლენდა, ქართული გალობის აღდგენის მომენტები იყო და იქ გუნდი შეიქმნა ახალგაზრდების და მაგისთვის დამიძახა მე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდას გვთხოვა. მგალობელი არ ვიყავი, მომღერალი ვიყავი, მაგრამ იქ კარბელაშილების კილო უნდა გაჟღერებულიყო და რაღაც მომენტებში, მე რადგან კახურის მომღერალი ვიყავი, აი მე რაღაცები შემესრულებინა. მითხრა, როგორ შეიძლება შენ არ იგალობოო. ბუნებრივია ეს ჩემთვის გამოწვევა იყო, მაგრამ დავთანხმდი. [...]

ის არ იყო ის პატრიარქი, რომელსაც დისტანცია ეჭირა ჩვენთან... განსაკუთრებული კილო ჰქონდა მთის. ძალიან უყვარდა ქართული სიმღერა, ქართული გალობა... საოცარი წლები იყო, მისგან მხოლოდ სითბო და სიყვარული მახსოვს," - თქვა გორგი უშიკიშვილმა.