"უწმინდესი მიილია სანთელივით... მაინც ბოლომდე გაუძლო ყველაფერს" - რუსუდან ფეტვიაშვილი
"უწმინდესი მიილია სანთელივით... მაინც ბოლომდე გაუძლო ყველაფერს" - ამის შესახებ მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქართველი ერი არ დატოვა, სანამ მისი ფიზიკური შესაძლებლობები ბოლომდე მიილია.
უწმინდესსზე სულ ვფიქრობდი ხოლმე, როგორ მიილია სანთელივით, მაგრამ როგორი მძიმე ტვირთი იყო, რომ ასე ავად იყო, ასე ცუდად გრძნობდა თავს ფიზიკურად და მაინც ბოლომდე, სულ-სულ ბოლომდე გაუძლო ამ ყველაფერს და რატომ - რომ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ, რომ ცოტა ადრე გარდაცვლილიყო, ეს როგორი, ეს იქნებოდა ისეთი დეპრესიის გამომწვევი საქართველოსთვის, ამას ვერანაირად ვერ გადაიტანდა ქართველი ერი, მე ვფიქრობ. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ მისი ფიზიკური შესაძლებლობები ბოლომდე მიილია და მან არ დაგვტოვა, სანამ ბოლომდე, სანამ პირში სული ედგა. ბოლო წუთამდე ვუთანაგრძნობდი. მიილია ეს ადამიანი, სანამ მას ოდნავ მაინც შეეძლო სიცოცხლე," - ამბობს რუსუდან ფეტვიაშილი.