"ყველა ემიგრანტისთვის პატრიარქი იყო იმედი" - არქიმანდრიტი მოსე ჭანკვეტაძე
"ყველა ემიგრანტისთვის პატრიარქი იყო იმედი" - ამის შესახებ დასავლეთ ევროპის ეპარქიის, იტალიის ქალაქ ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მოსე ჭანკვეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სანამ ილია მეორეს შეეძლო და უცხოეთში მრევლს ხვდებოდა, ის იყო ყველაზე დიდი ემოცია მრევლისთვის - "ის რაც სამშობლოს ახვედრებდა ამ ადამიანებს".
პატრიარქის გზავნილი, ჩვენთვის, სასულიერო პირებისთვის, გზავნილი იყო ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად თანადგომა და გამხნევება შეგვძლებოდა იმ ადამიანების [ემიგრანტების], ჩვენც ვცხოვრობთ, როგორც ისინი. თუ გინდა ადამიანს დაეხმარო, შენც მასავით უნდა ცხოვრობდე, შენც უნდა ჩახვიდე მის მდგომარეობაში. მთავარი იყო ეს და ჩვენც ვცდილობთ, სასულიერო პირები არა როგორც მარტო სამღვდელო მსახურებით შემოვიფარგლოთ, არა, პირველ რიგში ადამიანური თანადგომით, გამხნევებით.
ყველა ემიგრანტისთვის, ქრისტიანებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეკლესია ძვირფასი იყო, ვისთვისაც რწმენა განსაკუთრებული იყო, პატრიარქი იყო იმედი, პატრიარქის სიტყვა იყო განსაკუთრებული. როცა პატრიარქი, სანამ შეეძლო და უცხოეთში ჩამოდიოდა და მრევლს ხვდებოდა, მრევლისთვის იყო ყველაზე დიდი ემოცია, ძალა, ის რაც სამშობლოს ახვედრებდა ამ ადამიანებს," - ამბობს არქიმანდრიტი მოსე ჭანკვეტაძე.