მარკო რუბიო: ვგლოვობთ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას

20.03.26 10:35
მარკო რუბიო: ვგლოვობთ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივანი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მარკო რუბიოს სამძიმრის წერილს ავრცელებს.

მარკო რუბიო წერილში აღნიშნავს, რომ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს.

სამძიმრის წერილში საქართველოს ხელისუფლება ნახსენები არ არის. 

ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს. მისი სულიერი ლიდერობა და ურყევი მემკვიდრეობა თაობებს დაამახსოვრდებათ. დაე, განისვენოს მშვიდად" , - წერია რუბიოს სამძიმრის წერილში.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.