მედია: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ილიას II-ის დაკრძალვაზე, სავარაუდოდ, ბელარუსის ეგზარქოსს გააგზავნის
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ილიას II-ის დაკრძალვაზე, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტს, ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსს, ბენიამინ ტუპიეკას გააგზავნის. აღნიშნული ინფორმაცია რუსულ საინფორმაციო სააგენტოებში ვრცელდება.
მედიის ცნობით, ბენიამინ ტუპიეკამ უკვე გაავრცელა სამძიმრის წერილი, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში კვირას მსოფლიო პატრიარქის ჩასვლაც იგეგმება.