"ილია მეორეს განსაკუთრებით უყვარდა სამშობლოს დამცველები" - ჯარისკაცებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

20.03.26 11:15
"ილია მეორეს განსაკუთრებით უყვარდა სამშობლოს დამცველები" - ჯარისკაცებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ილია მეორეს განსაკუთრებით უყვარდა ჯარისკაცები.

„დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებმა პატივი მიაგეს ჩვენს უწმინდესს. ილია მეორეს განსაკუთრებით უყვარდა ჩვენი სამშობლოს დამცველები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ოფიცრები.... ასე რომ უდიდესი დანაკლისია როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენთვის, თავდაცვის ძალებისთვის. ვუსამძიმრებთ ყველა მართლმადიდებელ სამყაროს" - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.