მსოფლიო პატრიარქი, დიდი ალბათობით, წესის აგების მსახურებაში მიიღებს მონაწილეობას - არქიმანდრიტი იოანე

20.03.26 11:49
მსოფლიო პატრიარქი, დიდი ალბათობით, წესის აგების მსახურებაში მიიღებს მონაწილეობას - არქიმანდრიტი იოანე

 

 

სამების ტაძარში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს კვირას, პატრიარქის დაკრძალვის დღეს, სამების საკათრო ტაძარში წირვის ჩატარებაზე უარი ეთქვა. 

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მედიასთან ამბობს, რომ მსოფლიო პატრიარქს უარს ვერავინ ეტყოდა - "არვიცი არაფერი, მაგას როგორ ეტყოდნენ... არცერთ შემთხვევაში".

სასულიერო პირის თქმით, ოფიციალურად როგორ წარიმართება 22 მარტს პროცესია ზუსტად არ იცის - "საპატრიარქო განცხადებას გააკეთებს". 

მსოფლიო პატრიარქი, დიდი ალბათობით, წესის აგების მსახურებაშიც მიიღებს მონაწილეობას - ამბობს არქიმანდრიტი. 

ოფიციალურად როგორ იქნება, მე ზუსტად ვერ გეტყვით. საპატრიარქო განცხადებას გააკეთებს. ლიტურგიაში დიდი ალბათობით კვირის წირვა იქნება და იქნება მსახურება, დიდი ალბათობით, წესის აგების მსახურებაშიც რა თქმა უნდა მიიღებს მონაწილეობას. მსახურება იქნება დიდი და თავისთავად მიიღებს მონაწილეობას", - ამბობს სასულიერო პირი. 

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.