მუფთის სამძიმარი პატრიარქის გარდაცვალების გამო - მუსლიმმა მრევლმა ბათუმში ბაირამის ლოცვა აღავლინა
მუსულმანური სამყარო, დღეს, 20 მარტს რამადან ბაირამს აღნიშნავს.
მუსლიმები დილიდან დილიდან ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შეიკრიბნენ და სადღესასწაულო ლოცვა აღავლინეს.
დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ მეჩეთში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შემდეგ კი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მართლმადიდებელ მრევლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა უმნიშვნელოვანესი იყო რელიგიათაშორისი ურთიერთობის პატივისცემის, მშვიდობის, საზოგადოებრივი ერთიანობის განმტკიცების საქმეში," – თქვა ადამ შანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
- რამადან ბაირამს წინ უძღვის ერთთვიანი მძიმე მარხვა. მორწმუნეები ერთი თვის განმავლობაში მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე საკვებს და წყალს არ იღებენ.