რომელ საათზე მოხდება კვირას პატრიარქის სამების ტაძრიდან გამოსვენება

20.03.26 13:14
რომელ საათზე მოხდება კვირას პატრიარქის სამების ტაძრიდან გამოსვენება

საქართველოს პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრიდან სავარაუდოდ, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოასვენებენ - ამის შესახებ მედიას სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა განუცხადა.

არქიმანდრიტმა მედიას ასევე უთხრა, რომ კვირას ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები - "მხოლოდ საშვებით იქნება დაშვება."

ალბათ, გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია, სამებიდან სიონის ტაძრამდე. ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, მხოლოდ საშვებით იქნება დაშვება. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით. ეზოში მოქალაქეები, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივად იქნებიან. ეგეც გაირკვევა, დადგენის პროცესია როგორ იქნება პროტოკოლი. ისევე როგორც მედიაზე. შიგნით არ იქნება დაშვება, გარეთ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ.

რაც შეეხება გადასვენებას, ზუსტად ვერ გეტყვით, რომელზე იქნება გადასვენება, რა დროს მობრძანდება მსოფლიო პატრიარქი, რამდენ ხანს გაგრძელდება წესის აგება, სიტყვით გამოსვლა, გამოსვენება, დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, სავარაუდოდ“, - განაცხადა იოვანე მჭედლიშვილმა.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.