კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, 5 მღვდელმსახურთან ერთად, სამების ტაძარში, პატრიარქის პანაშვიდზე მივიდა
კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო, ხუთ მღვდელმსახურთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის პანაშვიდზე მივიდა - ფოტოებს კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
განახლება: პანაშვიდზე ყოფნის შემდეგ ჯუზეპე პაზოტომ ინტერვიუ "ტვ პირველს" მისცა და გდაცემა "დღის ამბებში" ილია მეორის შესახებ ისაუბრა.
როცა მელაპარაკებოდა, იყო ყოველთვის თბილი. როდესას სხვა რელიგიის წარმომადგენლებს ვხედბოდი, ყოველთვის კარგი ლაპარაკი იყო ილია მეორეზე. ისინი სიყვარულით საუბრობდნენ.", - კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.