ხალხი ილია მეორეს გლოვობს
ხალხი ილია მეორეს გლოვობს - ამ დრომდე უცნობ ამბებს ილია მეორეს შესახებ ის მოქალაქეები ყვებიან, რომლებსაც ერთხელ მაინც ქონდათ შესაძლებლობა პატრიარქს შეხვედროდნენ.
უმძიმესი დღეა. შვილი და შვილიშვილი მყავს იმქვეყნად და დამშვიდებული ვარ, რომ იქ მფარველი გაუჩნდებათ. აქედანაც ხომ მფარველობდა, ჯობდა გვყოლოდა დიდხანს", - ამბობს მოქალაქე.
მადლობა უფალს, რომ ვცხოვრობდით მის ეპოქაში და მე მინდა მას მადლობა გადავუხადო", - ამბობს მრევლი.
დიდი სიყვარულით ჩემი ოჯახის გადამრჩენელს, პატრიარქმა დააარსა შვილგარდაცვლილი დედების კავშირი და დედაჩემი მაგის წყალობით გადარჩა. მადლობა პატრიარქს", - აცხადებს სამების რიგში მყოფი ქალბატონი.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.