მსოფლიო საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს თბილისში გამომგზავრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

20.03.26 14:17
მსოფლიო საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს თბილისში გამომგზავრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მსოფლიო საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქ ბართლომეთბილისში გამომგზავრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

განცხაებაში წერია, რომ მსოფლიო პატრიარქი კვირა დილით გამოფრინდება საქართველოში, რაღთა ილია მეორის დაკრძალვის მსახურებაზე, პირადად გამოხატოს სამძიმარი მორწმუნე ერის მიმართ.

მისი უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, 2026 წლის 22 მარტს, კვირას, დილით ადრე გაემგზავრება საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, რათა დაესწროს გარდაცვლილი საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის დაკრძალვის პროცესიას, რომელიც წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და დედა ეკლესიის თანაგრძნობა და სამძიმარი გამოუცხადოს წმინდა იერარქებს, წმინდა სამღვდელოებას, ბერებსა და მონაზვნებს, ხელისუფლებას და ქვეყნის მორწმუნე ხალხს.

მის უწმინდესობას თან ახლავს მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ქალკედონის მიტროპოლიტი უხუცესი, ბატონი ემანუელი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა.

ღვთის ნებით, მსოფლიო პატრიარქი და მისი თანმხლები პირები იმავე დღეს დაბრუნდებიან ქალაქში", – ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციაში.